კავანი რეალისთვის ემზადება

პსჟ-ში კარგი ამბებია

ედინსონ კავანი ტრავმირებულია და შესაბამისად პსჟ-ს ვერ ეხმარება. მოგეხსენებათ ურუგვაელი 25 აგვისტოს ტულუზასთან 4:0 მოგებულ მატჩში დაშავდა. 

 

ფრანგული პრესის ცნობით, სამხრეთ ამერიკელი რამდენიმე დღეში განაახლებს ვარჯიშს. ცნობილია, რომ კავანი მადრიდის რეალთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩისთვის მზად იქნება. აღნიშნული შეხვედრა 18 სექტემბერს პარიზში გაიმართება.

 

სათქმელია, რომ ზაფხულში ელ მატადორზე დიდი მოთხოვნა იყო. მისი გადაბირება ატლეტიკოს და ჩელსის სურდათ. წინა სეზონში კავანიმ 33 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.