გუნდები, რომლებმაც ბოლო 10 წელიწადში ყველაზე მეტი გამოიმუშავეს 

საფეხბურთო კლუბები უდიდესი სატრანსფერო მოგებით 

 

საფეხბურთო ობსერვატორიამ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა. მას მერე, რაც ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობის მქონე გუნდებისა და მათ მიერ დახარჯული თანხების რაოდენობაზე შევიტყვეთ, ცნობილი გახდა იმ გუნდების სახელიც, რომლებმაც ბოლო 10 წელიწადში ყველაზე მეტი ფინანსური სარგებელი ნახეს. 

 

მილიარდზე მეტი მონაკომ გამოიმუშავა. გუნდმა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდით და შემდეგ სარფიანი გაყიდვით ერთ-ერთი მოწინავე კლუბია, 1029 მილიონი გამოიმუშავა. ოცეულში ცხადია, ბენფიკა და აიაქსიცაა, მხოლოდ წინა სეზონში გასხვისებული ფეხბურთელები რად ღირს: ჟოაო ფელიში, ლუკა იოვიჩი, მატის დე ლიხტი, ფრენკი დე იონგი, კასპერ დოლბერგი და სხვები.