კლასიკა

პატი მილსი ამ ტურნირის MVP არის.

მსოფლიოს ჩემპიონატი. L ჯგუფი

საფრანგეთი - ავსტრალია 98:100 (24:23, 22:23, 29:25, 23:20)

საფრანგეთი: ფურნიე (31+6 მოხსნა+5 პასი), დე კოლო (26+2 ჩაჭრა), ბატუმი (13+3 მოხსნა+3 პასი), გობერი (8+6 პასი+4 მოხსნა).

არგენტინა: მილსი (30+3 პასი), ინგლესი (23), ბეინსი (21+5 მოხსნა+2 პასი).

ვარსკვლავი: პატი მილსი.

 

ჩემპიონატის ყველაზე სანახაობრივი შეხვედრა. დაპირისპირება, რომელმაც საფრანგეთი ამერიკასთან სისხლიანი ჩეხვისთვის გაწირა და ავსტრალია ჩეხეთზე დასვა. ავსტრალია ჩეხეთზე სიამოვნებით დაჯდება. და საფრანგეთი შარშია. ამერიკა უმატებს. ამერიკა ყველაზე სახიფათო ოპონენტია, სადაც გრეგ პოპოვიჩი დაცვას ასისტენტებსაც ათამაშებს. იქ გრეგის აკადემიაა. და საფრანგეთი ამ ძალას, ამ სისასტიკეს საკუთარ თავზე გამოცდის. ამერიკას აკლია ვარსკვლავები, მაგრამ საფრანგეთისთვის ეს ნაკრებიც ნაპალმია. ველოდებით ჩეხვას.

პატი მილსი ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა. და საფრანგეთის მწვრთნელები არ ენდობიან ევან ფურნიეს და ნანდო დე კოლოს ტანდემს. პოტენციურად, ეს ჩემპიონატის ყველაზე ფეთქებადი წყვილია, მაგრამ ფრანგები იწყებენ ფურნიეთი და დე კოლო მოგვიანებით იტვირთება. ბოლო მეოთხედში, როდესაც ჩეხვა ქულა-ქულაში წავიდა, დე კოლო ფურნიეზე პროდუქტიული და დაცვაში ოდნავ აკურატული იყო. ნანდო პირველ ტაიმში მეტ დროს იმსახურებდა. საფრანგეთმა სანახაობრივ მხარეს უნდობლობა გამოუცხადა და მოხვდა ყველაზე დაუნდობელ გუნდზე. იქ ფურნიე და დე კოლოც გაიპრესებიან. სოლიდურად გაიპრესებიან.

ავსტრალიას 6/5 ზუსტი სამიანი ცენტრმა, მოვიკინგო არონ ბეინსმა აჩუქა. ავსტრალია ამ სამიანების გარეშე ვერ მოიგებდა. ავსტრალიას 9 პასი მეთიუ დელავედოვამ მისცა. კარგ, ეპიზოდებში ძალიან კარგ დაცვასთან ერთად. ავსტრალიამ მიიღო აუცილებელი პროდუქცია ენდრიუ ბოგატისგან. და ავსტრალიის შეუცვლელი ლიდერი იყო მილსი. რომელმაც ძირითადის დასრულებამდე 4.4 წამით ადრე ჩაჭრა და ეს იყო ამ გასაუბრების ბოლო აკორდი.

პატი მილსი ამ ტურნირის MVP არის.

ავსტრალია ბადით ესპანეთს უახლოვდება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.