ამერიკა არის სან ანტონიო

ამერიკამ მოუმატა. როდესაც საჭიროა, ამერიკა დაუნდობელ დაცვას თამაშობს და ამაში 4-5 ბიჭი განსაკუთრებით გამორჩეულია, შეუცვლელია. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. K ჯგუფი

აშშ - ბრაზილია 89:73 (21:18, 22:21, 24:17, 22:17)

აშშ:  ტერნერი (16+8 მოხსნა+2 ჩაჭრა), უოკერი (16+5 პასი), ბრაუნი (11+4 მოხსნა+4 პასი), ბარნსი (10+2 ჩაჭრა), მიტჩელი (6+7 პასი+6 მოხსნა).

ბრაზილია: ბენიტე (21+4 მოხსნა), ვარეჟაო (14+8 მოხსნა+3 პასი), ბარბოსა (14).

ვარსკვლავი: გრეგ პოპოვიჩი.  

 

ამერიკის ნაკრები სან ანტონიოს კალათბურთს თამაშობს. ამერიკა მაქსიმალურად ტვირთავს სამწამიანს, სადაც მაილს ტერნერი ცდილობს, რომ დროულად ამოიტანოს ბურთი და ტიმ დანკანის საუკეთესო ინტერპრეტაცია გახდეს. პოპოვიჩი ენდობა ტერნერს და მაღალი ბიჭი მას მშვენიერ კალათბურთს უბრუნებს. ტერნერი ამერიკის ყველაზე სტაბილური და, ალბათ, შეუცვლელი წევრია. ტერნერი აკეთებს ყველაზე მეტ მეორე პასს, როდესაც სწორი ადრესატი აუცილებელია. და გრეგი ბოლომდე ენდობა ინდიანას ცენტრს. და იღებს შედეგს.

ამერიკამ მოუმატა. როდესაც საჭიროა, ამერიკა დაუნდობელ დაცვას თამაშობს და ამაში 4-5 ბიჭი განსაკუთრებით გამორჩეულია, შეუცვლელია. ამერიკა იღებს მაქსიმუმს სათადარიგოებისგან, თუმცა ამ ნაკრებში ეს პირობითი მცნებაა. ამერიკამ იცის, რომ ნელ-ნელა სულ უფრო რთული იქნება მოგება და ამერიკა მაქსიმალურად ალესილი უახლოვდება გასავარდნ სტადიას. იმ ეტაპს, რომელიც სან ანტონიოს გრეგთან ერთად არასოდეს არ გამოუტოვებია. გრეგის გუნდები ფლეი ოფისთვის არიან შექმნილები. როგორც ეს ნაკრები.

ამერიკის მოგებით ჩეხეთი გაესაუბრება ავსტრალიას და ამერიკამ საფრანგეთი გამოიწერა. ალბათ, გრეგს უყვარს კრუასანები. ალბათ, ამ კრუასანებს დააგემოვნებენ სტივ კერი და ბიჭებიც. და, ალბათ, ამერიკა იმ წყვილშიც ულაპარაკო ფავორიტია.

ბევრს ეპარებოდა ეჭვი ამერიკაში. და ისინი აქ არიან.

„თითქმის“ და „ვეცადეთ, არ გამოვიდა“ სუსტების გამართლებაა.

პოპოვიჩი ამ ფრაზებს არ იცნობს. გრეგი შედეგია.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.