ერიკსენს ზამთარში საქმე ასარჩევად ექნება

დანიელ ვარსკვლავს გრანდები იწვევენ

მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, კრისტიან ერიკსენზე მითქმა-მოთქმა არ წყდება. ბოლო ინფორმაციით, იანვარში დანიელის გადაბირებას მადრიდის რეალი შეეცდება. ესპანელები მზად არიან ტოტენჰემის ლიდერის სანაცვლოდ, სოლიდური თანხა გადაიხადონ. 

 

აღსანიშნავია, რომ დეზების 23-ე ნომრით იუვენტუსიცაა დაინტერესებული. 27 წლის შემტევი უკვე კარგა ხანია, რაც იტალიელებს სურთ. აქვე გეტყვით, რომ ზაფხულში ერიკსენის შეძენა მანჩესტერს, მილანს და ბარსელონასაც სურდათ.

 

კრისტიანი ტოტენჰემში 2013 წლის ზაფხულში ამსტერდამის აიაქსიდან გადავიდა. წინა სეზონში ფეხბურთელმა 51 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.