კიდევ ერთი ზელანდიისთვის

თურქეთმა ვერ და ვერ დაამთავრა ეს ტურნირი. რომელიც ამერიკასთან ისტორიული შეხვედრით უნდა გაგრძელებულიყო.

მსოფლიოს ჩემპიონატი. XVII-XXXII ადგილებისთვის. O ჯგუფი

თურქეთი  - ახალი ზელანდია 101:102 (31:26, 22:24, 24:24, 24:28)

თურქეთი: ოსმანი (32+6 მოხსნა+4 პასი), მაჰმუთოღლუ (27+5 პასი), უილბეკინი (15+7 პასი), ერდენი (12).  

ახალი ზელანდია: ლო (17+4 პასი), ფოტუ (17+5 მოხსნა), დელეინი (12+7 მოხსნა), ტაი უებსტერი (12), კორი უებსტერი (12), აბერკრომბი (11).

 

მსოფლიოს ჩემპიონატი. XVII-XXXII ადგილებისთვის. P ჯგუფი

გერმანია - კანადა 82:76 (17:12, 19:21, 20:23, 26:20)

გერმანია: შრიოდერი (21+10 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა), კლებერი (20+4 მოხსნა), ბენზინგი (12).

კანადა: უილტჯერი (18+5 მოხსნა), ბირჩი (15+9 მოხსნა+3 ჩაჭრა).

 

მსოფლიოს ჩემპიონატი. XVII-XXXII ადგილებისთვის. P ჯგუფი

იორდანია - სენეგალი 79:77 (22:16, 13:20, 20:20, 24:21)

იორდანია: ტაკერი (34+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), ალავადი (18).

სენეგალი: ნდოიე (22+11 მოხსნა), ფაიე (17+5 მოხსნა+3 პასი), გუიე (11).

 

მსოფლიოს ჩემპიონატი. XVII-XXXII ადგილებისთვის. O ჯგუფი

იაპონია - მონტენეგრო 65:80 (16:26, 17:14, 18:21, 14:19)

იაპონია: ვატანაბე (34+9 მოხსნა+2 ჩაჭრა), ბაბა (11+5 პასი), ფაზეკასი (10+8 მოხსნა).

მონტენეგრო: ვუჩევიჩი (18+7 მოხსნა), ივანოვიჩი (12), დუბლიევიჩი (10+6 მოხსნა), მილკო ბიელიცა (10+7 მოხსნა+3 ჩაჭრა+2 დაფარება).   

 

ახალი ზელანდიის ნაკრების მონაწილეობით თითქმის ყველა თამაში დასამახსოვრებელი, შედეგიანი, განსაკუთრებულია. ისინი ყველაფერს ვერ იგებენ, მაგრამ ისინი თამაშობენ. თავისუფლად, თითქოს მწვრთნელებს ჯოისტიკები უჭირავთ და მეოთხედიდან მეოთხედამდე ზრდიან საკუთარი მოთამაშეების მაჩვენებლებს. და ზელანდია დაფრინავს. დაცვაში გუნდი ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ვინ ფიქრობს დაცვაზე, როდესაც შეიძლება 90-100 ქულის დაგროვება? ვინ ფიქრობს დაცვაზე, როდესაც შეიძლება დღის ყველაზე საინტერესო ეპიზოდებში შესვლა? ეს ზელანდიაა. და ეს მათი სტილია. რომელიც ჩვენც მაგრად მოგვწონს.

თურქეთმა ვერ და ვერ დაამთავრა ეს ტურნირი. რომელიც ამერიკასთან ისტორიული შეხვედრით უნდა გაგრძელებულიყო და რომელიც მათთვის იმედგაცრუებად და ტკივილად იქცა. ამერიკამ ის თამაში გამოაძრო და თურქეთმა დაკარგა შინაგანი ძალა. თურქეთმა დაასვენა ერსან ილიასოვა და რაც დარჩა, ხანდახან, საინტერესო კალათბურთისთვის საკმარისია.

ჩედი ოსმანი ძალიან კარგი ბიჭია და თუ NBA-ში ოდნავ მოუმატებს, შეიძლება კარგი კონტრაქტიც დაირტყას. ევროპაში ოსმანი ბოლომდე შეუცვლელი არ არის. მას აკლია კარგი პასი და სტაბილური სროლა. არის მატჩები, სადაც ორივე კომპონენტი უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ძირითადად, ის მაინც კოჭლობს.

ზელანდიასთან ოსმანმა შეასრულა. კარგი სტატისტიკა, საინტერესო ინდივიდუალური კალათბურთი, მაგრამ თურქეთმა წააგო. და ოსმანმა ძირითადის დასრულებამდე 4 7 წამით ადრე გადამწყვეტი საშუალო სროლა გააფუჭა. რომელიც თურქეთს გამარჯვებას მოუტანდა.

მანამდე, ზელანდია აიზეკ ფოტუმ გაიყვანა წინ. და ეს ანგარიში დარჩა. ზელანდიამ გაძლო. მოიგო. ჯადოსნური გუნდი დაცვის გარეშე.