მარკიზიოს სამი გუნდი ეპატიჟება

იტალიელზე დიდი მოთხოვნაა

კლაუდიო მარკიზიომ ზენიტი დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. იტალიელს რამდენიმე გუნდი ეპატიჟება და ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას. მარკიზიოს დამატება მონაკოს, ფლამენგოს და რეინჯერსს სურთ. ბოლო ცნობებით, დიდია იმის ალბათობა, რომ იტალიელმა კარიერა სწორედ ამ უკანასკნელში გააგრძელოს.

 

რაც შეეხება კლაუდიოს რუსულ კარიერას, ზენიტს იგი შარშან ზაფხულში შეუერთდა. მას მერე, რაც გამოცდილმა საყრდენმა იუვენტუსი დატოვა, ფეხბურთელს რამდენიმე გუნდი იწვევდა და საბოლოოდ არჩევანი სწორედ ზენიტზე შეაჩერა. პეტერბურგელთა მაისურით მან 15 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.