კონტეს მესამე მანჩესტერელი სურს

იტალიელი სპეციალისტი წითელ ეშმაკებს ვერ ეშვება

ბოლო დროს ინტერის სატრანსფერო იბუექტები უმეტესად მანჩესტერის ფეხბურთელები არიან. ანტონიო კონტეს გუნდის სამიზნე ამჯერად ნემანია მატიჩია. ამის შესახებ Calciomercato იუწყება. 

 

აღსანიშნავია, რომ მატიჩს წითელ ეშმაკებთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და მანკუნიელები ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ. ამ სეზონში სერბს თამაში თითქმის არ უწევს. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში შუახაზელმა მხოლოდ 22 წუთი ითამაშა.

 

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ინტერმა მანჩესტერიდან ალექსის სანჩესი და რომელუ ლუკაკუ დაიმატა. ამ მომენტისთვის ნერაძურის სერია ა-ში 6 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.