გიოტცე იტალიაში მოუნდათ

27 წლის შემტევმა დორტმუნდი შესაძლოა კიდევ ერთხელ დატოვოს

დორტმუნდის ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს. უცხოური მედიის ინფორმაციით, გერმანელი შემტევით ინტერია დაინტერესებული. ამის შესახებ თავად ფეხბურთელის და დორტმუნდის პოზიცია უცნობია. 

 

27 წლის ფეხბურთელს კლუბნთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ფავრის გუნდი მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. ცნობილია, რომ გუნდის დატოვებაზე თავად მარიოც ფიქრობს. 

 

რაც შეეხება ინტერს, გუნდმა ალექსის სანჩესი და რომელუ ლუკაკუ უკვე დაიმატა. გარდა ამისა იტალიელები ნემანია მატიჩის გადაბირებაზეც მუშაობენ. აქვე გეტყვით, რომ ნერაძურის სერია ა-ში 6 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია.