ვან დეიკს ახალ კონტრაქტს გაუფორმებენ

ჰოლანდიელი განახლებულ ხელშეკრულებას დათანხმდა

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ ლივერპული ვირჯილ ვან დეიკს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობდა. The Mirror-ის ინფორმაციით, ჰოლანდიელი მცველი ახალ ხელშეკრულებას დათანხმდა და მერსისაიდელთა ღირსებას 2025 წლის ზაფხულამდე დაიცავს. ბრიტანელთა ლიდერი ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს.

 

ვან დეიკი ლივერპულში შარშან ზამთარში საუთჰემპტონიდან გადავიდა. იგი უმალ გუნდის ლიდერად იქცა და დღეს მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო მცველად ითვლება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ უეფამ 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად, სწორედ ლივერპულელთა მეოთხე ნომერი დაასახელა.

 

რაც შეეხება ლივერპულს, 4 ტურის მერე გუნდს პრემიერლიგაში ქულათა მაქსიმუმი აქვს და ცხრილის სათავეშია.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.