MVP

ყოველთვის იბრძოლე შენი ოცნებისთვის, ასწავლა პატის გრეგმა და მილსიც იბრძვის.

პატი მილსი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა. ავსტრალია იგებს სიღრმით, ავსტრალია იგებს კლასით და ავსტრალია იგებს იმიტომ, რომ ამ გუნდში ფრანგული ბულდოგი, დრედებიანი პატი მილსი დარბის.

პატიმ იცის კალათბურთის თამაში. ის არ ცდილობს გააუმჯობესოს პირადი სტატისტიკა გუნდის ხარჯზე. ის არ ცდილობს იყოს უკეთესი, როდესაც სხვას აკლდება ქულა, მოხსნა, პასი. ის, უბრალოდ, იბრძვის ნაკრებისთვის. მილსი სან ანტონიოში კარგი სათადარიგოა. პატიმ იცის თავისი როლი და როგორც კი პოპოვიჩი მას უძახის, მილსი ახალ ვოიაჟს იწყებს.

ვოიაჟი 10-11 ქულით და აგრესიული დაცვით მთავრდება, თუმცა, NBA-ში მილსი არასოდეს არ უხსენებიათ, თუნდაც, კარგი დამცველების გვერდით. ისე, უბრალოდ, სან ანტონიოს სისტემის ერთ-ერთი წევრი.

აქ, ჩინეთში მილსი 21.8 ქულას იღებს. და ამ ქულებს ის აგროვებს მაშინ, როდესაც გუნდი იჭედება, მოხაზული აქვს. ამ ქულებს ის ნაკრებისთვის, ქვეყნისთვის აგროვებს. პოპოვიჩმა პატისგან დიდი ოხერი კაცი გამოიყვანა.

მილსმა ალბათ, კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩაჭრა საფრანგეთთან ბოლო წამებზე გააკეთა, როდესაც ნანდო დე კოლომდე ბურთი არ მიატანინა და ავსტრალიამ მოსაგები მოიგო.

მილსი და ბიჭები შედარებით სუსტ ჩეხეთზე გავიდნენ და საფრანგეთი ამერიკას უნდა შეასკდეს. არათანაბარი პირობები.

პატი ერთ დღეს დაისვენებს, მოიწესრიგებს დრედებს და ჩეხებს მიხედავს. უნდა მიხედოს. მილსს მეტი უნდა.

ყოველთვის იბრძოლე შენი ოცნებისთვის, ასწავლა პატის გრეგმა და მილსიც იბრძვის.

ჩემპიონობისთვის.