კონორმა აიწყვიტა!

ხაბიბის მომავალ მეტოქედ ტონი ფერგიუსონი სახელდება

UFC-ის ირლანდიელი ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვისა და დასტინ პორიეს ბრძოლას გამოეხმაურა. კონორმა სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა, სადაც მან UFC-ის ხელმძღვანელობას სთხოვა ხაბიბთან რემატჩი ჩანიშნონ, თანაც მოსკოვში. როგორც ჩანს ნოტარიუსს ხაბიბის ბობოქრობა მობეზრდა და აპირებს მასზე შური იძიოს. დანა ვაითმა პორიე-ნურმაგომედოვის შორის გამარჯვებულის მომავალ მეტოქედ ტონი ფერგიუსონი დაასახელა. შესაძლებელია ამ ფაქტის მერე ვითარება შეიცვალოს და კონორს თხოვნა შეუსრულონ. ირლანდიელის ქომაგებს კი იმედი აქვთ, რომ დადგება დრო, როდესაც მაკრგეგორი ხაბიბის, ოქტაგონზე სამაგიეროს გადაუხდის.