რამოსი: პოგბასთვის რეალის კარი ღიაა

პოგბას გადმოსვლა ძალიან გაგვაძლიერებდა

პოგბას მანჩესტერიდან რეალში შესაძლო გადასვლაზე არაერთხელ დაიწერა და სავარაუდოდ კიდე ბევრჯერ ითქმება. ფრანგ ვარსკვლავზე ამჯერად რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ისაუბრა. ესპანელის თქმით, რეალის კარი ფრანგისთვის მუდამ ღიაა.

 

„პოგბას სტილის მოთამაშეები ძალიან მომწონს. ეჭვგარეშეა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. რეალის კარი მისთვის მუდამ ღიაა. გამიხარდება თუ ერთ დღეს პოგბა ბლანკოსის ფეხბურთელი გახდება. დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაში გუნდი ძალიან გაძლიერდება,“-თქვა სამეფო გუნდის კაპიტანმა.

 

შეგახსენებთ, რომ რეალის გარდა ზაფხულში მისი დამატება იუვენტუსს და პსჟ-საც სურდათ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონით შარშან ბარსელონაც ინტერესდებოდა.  

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.