"დავითმა" სამ დღეში მესამე გოლიათი დაამარცხა (+ვიდეო)

დავითი და გოლიათი...

ენჰომ აკი ბაშოც შესანიშნავად დაიწყო. საერთოდ, ეს "მცირეწონოსანი" რიკიში რაც მაკუუჩი (უმაღლეს) დივიზიონშია, ყველა დიდი ტურნირის სტარტზე ბრწყინვალედ გამოიყურება. ამჯერადაც, მან 3 დღეში სამი გამარჯვება მოიპოვა. ენჰოსთვის ყოველი ბრძოლა გოლიათისა და დავითის შერკინებას ჰგავს. ახლა კი 70 კილოთი უფრო მძიმე კოტოიუკი დაამარცხა...