სერია A-ს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი 

10-დან 9 იუვენტუსში თამაშობს

 

La Gazzetta dello Sport-მა იტალიის სერია A-ს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის ჩამონათვალი გამოაქვეყნა.


საინტერესოა, რომ ათკაციან ჩამონათვალში ტურინის იუვენტუსის 9 ფეხბურთელია, ერთი კი მილანის ინტერის ახალწვეული რომელუ ლუკაკუა, რომელიც ყოველწლიურად 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს (მილიონნახევარი ბონუსები).


ცხადია, იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მეტს კრიშტიანუ რონალდუ გამოიმუშავებს, რომელსაც ბებერი ქალბატონი 31 მილიონ ევროს სთავაზობს.


მეორე ადგილზე ბიანკონერის გასული ზაფხულის მთავარი შენაძენი მატის დე ლიხტია, ვინაც 8 მილიონს გამოიმუშავებს, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს მასზე თითქმის ოთხჯერ მეტი ხელფასი აქვს. 

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.