ჩემპიონი ჩემპიონის ხელში

მიხაელ შუმახერი - სახლის საავადმყოფოდან  პომპიდუს საავადმყოფოში

ლეგენდარული მიხაელ შუმახერი პარიზში გადაიყვანეს. ეს ორშაბათს შუადღისას, სრულიად საიდუმლოდ მოხდა. საფრანგეთის დედაქალაქში ის ჟორჟ პომპიდუს საავადმყოფოში მოათავსეს.

მიხეილ შუმახერი ორშაბათს, სამკურნალოდ პარიზში, ჟორჟ პომპიდუს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ითქვა, რომ ლეგენდარული პილოტის  ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა, თუმცა ისიც დასძინეს დიდი გერმანელის მკურნალობა მაქსიმალურად საიდუმლოდ წარიმართებაო. 

ფრანგული პრესის ცნობით, პირველად არ ხდება, როცა მიხაელ შუმახერს საავადმყოფოში აბრუნებენ. მაგალითად, გაზაფხულზე შუმი პარიზში ვერტმფრენით ორჯერ გადაიყვანეს. 


შეგახსენებთ, დაახლოებით ექვსი წლის წინ, მიხაელ შუმახერი საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალისას წაიქცა, თავი თოვლში დამალულ ქვას დაარტყა და... მოგვიანებით ითქვა, კიდევ კარგი შუმის ჩაფხუტით სრიალებდა, სხვა შემთხვევაში შედეგი ფატალური იქნებოდა... მაგრამ ჩაფხუტმა გერმანელი ბიოლოგიურ სიკვდილს გადაარჩინა, სხვა მხრივ კი ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, მტერს არ უსურვებ. ის უმალ გრენობლის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ხელოვნურ კომაში გაუშვეს, რომელიც რამდენიმე თვეს გაგრძელდა. უბედური შემთხვევის შემდეგ შუმახერის მდგომარეობის შესახებ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დღემდე დუმილს ამჯობინებენ, თუმც პერიოდულად  კი ისმის გარკვეული სიახლეები... 

აგერ, მაგალითად, ახლა ფერარის საჯინიბოს ყოფილი, შეფი ჟან ტოდტი ალაპარაკდა და თქვა, რომ შვეიცარიაში მიხეალ შუმახერს ესტუმრა და მასთან ერთად ფორმულა 1-ის მორიგ რბოლას ტელევიზორში უცქირა. 

 



„შუმახერი კარგი ექიმების ხელშია. მას დიდი ყურადღებით ეპყრობიან, რაც მაიმედებს, რომ გამოჯანმრთელდება. ის ლაპარაკს ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდის. ის მებრძოლია, ამჯერადაც იბრძვის და მჯერა, ისევ გამარჯვებული გამოვა“, - თქვა ჟან ტოდტმა, ვინც ამჟამად FIA-ს თავკაცობს.

პარიზის საავადმყოფოში გადაყვანამდე მიხაელ შუმახერისთვის „მინი საავადმყოფო“ შვეიცარიის სახლში ჰქონდათ მოწყობილი, სადაც მკურნალობამ 20 მილიონ გირვანქას უკვე გადააჭარბა. 

ჟორჟ პომპიდუს საავადმყოფოში კი გერმანელს დახვდა ნეიროქირურგი, ვისაც რამდენიმე ურთულესი ოპერაცია მსოფლიოში პირველს აქვს გაკეთებული... 69 წლის ფილიპ მენაშე თავის საქმეში ისეთივე ჩემპიონია, როგორ თავად შუმი, ვინც 91-ჯერ შემდგარა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე და შვიდჯერ იზეიმა პლანეტის საუკეთესოობა... 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.