მეძავები, სპორტული მანქანები და ალკოჰოლი - დახურდავებული კარიერა

15 მილიონი არ მაინტერესებდა, 15 ყველაზე ლამაზ ქალს თუ შემომთავაზებდნენ...

გახსოვთ საშა ჩურჩიჩი? „სერბი ბესტი“, ფეხბურთელი, რომელიც ამ ქვეყნის ერთერთ ყველაზე დიდ ტალანტად ითვლებოდა. პარტიზანი, ბოლტონი, ასტონ ვილა, კრისტალ პალასი - ეს იმ გუნდების არასრული ჩამონათვალია, სადაც ითამაშა. რატომ დაიკარგა? იმიტომ, რომ ფეხბურთზე მეტად ალკოჰოლი, მეძავები და სპორტული მანქანები უყვარდა...

 

„როდესაც კარგ ფორმაში ვიყავი, როგორც დრიბლიორი და ხელოვანი მართლაც ბესტს ვგავდი. თუმცა, დანარჩენ დროს მეძავებთან, ალკოჰოლთან და სპორტულ მანქანებთან ვატარებდი. დასვენება და ძალების აღდგენა რა იყო, არ ვიცოდი...“

 

როგორც ჯორჯ ბესტს, ჩურიჩს დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ სპორტული კარიერის მიღმა, დიდ ბრიტანელს ტოლს არ უდებდა.

 

„15 მილიონის გამო კლუბს არ შევიცვლიდი, მაგრამ თუ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ 15 მანდილოსანს შემომთავაზებდნენ, მათ პრეზიდენტს ვეტყოდი: მომეცით უფლება ეს ქალები ბედნიერი გავხადო.

 

უკვე 6 წელია სასმელს თავი დავანებე. არ მინდა სიცოცხლე ისე დავასრულო, როგორც ბესტმა. ეს ნამდვილად სამწუხარო იქნებოდა...“, - თქვა ჩურიჩმა

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.