იერი მინას სანქციები დაეკისრა  

ევერტონის ფეხბურთელმა დანაშაული აღიარა 

 

ევერტონის ცენტრალურ მცველ იერი მინას ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისგან ჯარიმა დაეკისრა. 


საქმე ისაა, რომ ზაფხულში, კოლუმბიელმა ფეხბურთელმა საბუქმეიქერო კომპანიის რეკლამაში მონაწილეობა მიიღო, რასაც ასოციაცია კრძალავს.


მოგვიანებით, 24 წლის ფეხბურთელმა დანაშაული აღიარა, რის გამოც, ფეხბურთის ასოციაციამ მისი დასჯა გადაიფიქრა, თუმცა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში სანქციები უფრო მკაცრი იქნება.


გარდა ამისა, მინამ რეკლამისგან მიღებული მთელი შემოსავალი საკუთარ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა, რომელიც კოლუმბიაში მცხოვრებ მზრუნველობა მოკლებულ ადამიანებს ეხმარება.