School’s Out...Forever?

ლუის სკოლა არ იხურება. მსურველებს გელოდებით.

ელის კუპერის გენიალური ალბომი ძალიან დიდი ხნის წინ მოვისმინე. საოცარი კომპოზიციები, მათი იდეალური წყობა, ბევრი გამორჩეული რიფი, ელისის საინტერესო ლექსები და განწყობა - ის განწყობა არასოდეს დამავიწყდება. განწყობა, რომ ეს ყველა სიმღერა ელისმა მხოლოდ შენთვის შექმნა, შენთვის დაწერა. და, შენ, თავს უხრი ლამაზ ალბომს, რომელმაც შეცვალა უამრავი მსმენელის, თინეიჯერის გემოვნება და ცხოვრება.

სკოლა დაიხურა. სამუდამოდ? გვეკითხება ელისი? სკოლა მხოლოდ იხსნება. ამ სკოლაში სხვა გაკვეთილებს ატარებენ და ეს ძველი, არგენტინული სკოლაა.

საკუთარ თავში დარწმუნებულ, ოდნავ ბრექ სერბეთთან არგენტინას სჭირდებოდა გმირი, რომელიც აიყოლიებდა დანარჩენებს და თამაშს წამოიღებდა. ალბათ, კარიერაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ფაკუნდო კამპაცომ, მაგრამ არგენტინის სახე, არგენტინის კბილები, არგენტინის მუშტები იყო 39 წლის ფორვარდი, რომელიც სამწამიანში ასკდებოდა ნიკოლა იოკიჩს და იდგა, არ ეცემოდა. რომელმაც შეუშალა ხელი სხვა მაღალ სერბებს და როდესაც რამდენჯერმე გაცვლის შედეგად დაბალზე დარჩა, კარგად დაიცვა პოზიცია და არგენტინამ ამოისუნთქა. არგენტინამ ლუისისგან ნდობა მიიღო.

სკოლამ 20 ქულა დააგროვა. ზოგადად, კარგი, მაგრამ ლუისისთვის ჩვეულებრივი შედეგი. თუნდაც, 39 წლის სკოლასთვის.

ასაკი კლავს იაგუარს, ასაკი ართმევს სისწრაფეს გეპარდს, ასაკი უკარგავს უკვდავებას იან გილანის ხმას, მაგრამ ასაკი ვერ უსწრებს სკოლას.

რომელიც დიდი ხნის წინ დაიხურა. რომელიც ბევრისთვის უინტერესო გახდა.

და, როდესაც დინამიკებიდან ელისი გვეკითხება, Forever, ანუ, სამუდამოდ? ჩვენი პასუხი იქნება - არასოდეს!

ლუის სკოლა არ იხურება. მსურველებს გელოდებით.

არგენტინა ნახევარფინალშია.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.