ეს არის ესპანეთი!

ესპანეთმა თითქმის ყველა ათამაშა და თითქმის ყველასგან მიიღო მოსალოდნელი შედეგი. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. ¼ ფინალი

ესპანეთი - პოლონეთი 90:78 (22:18, 24:23, 21:17, 23:20)

ესპანეთი:  რუბიო (19+9 პასი+5 მოხსნა), ვილი ერნანგომესი (18+4 მოხსნა), ფერნანდესი (16), ხუანჩო ერნანგომესი (14), გასოლი (10+7 პასი).

პოლონეთი: სლოტერი (19+6 პასი),  ვაჩინსკი (15), სოკოლოვსკი (11), კულიგი (10+4 მოხსნა), პონიტკა (9+11 მოხსნა).

ვარსკვლავი: რიკი რუბიო.    

 

ტურნირი დაიწყო და სპეციალისტების უმრავლესობა საუბრობდა ამერიკის არასაკმარისად სოლიდურ შემადგენლობაზე, იანის ანტეტოკუმპოს როლზე ახალ საბერძნეთში, სტაბილურად არასტაბილურ იტალიელებზე, დაუნდობელ სერბეთზე და სექსუალურ საფრანგეთზე, რომელიც საქმეში მძიმე და პრაგმატული გამოდგა. თითქმის არავის არ ახსენდებოდა ნაკრები, რომელიც ბოლო დიდ ტურნირებზე ყოველთვის სტაბილური, გაწონასწორებული, სამაგალითოდ კარგი იყო. არავინ არ საუბრობდა ნაკრებზე, რომელმაც კინაღამ მოუგო ოლიმპიადის ფინალი კობის და ლებრონის ამერიკას. ეს ნაკრები იგებდა და ეს ნაკრები მატჩიდან მატჩამდე უმატებდა.

ესპანეთი.

ელეგანტური ეპიზოდები გერმანიასთან და თითქმის სრულყოფილი დაცვა და ფეთქებადი თავდასხმა სერბეთთან. ესპანეთი იგებდა სიღრმით, ესპანეთი იგებდა გუნდურად და ესპანეთი იყო ყველაზე პრაგმატული. ესპანეთი უახლოვდებოდა პიკს. და ესპანეთი გავიდა პიკზე.

პოლონეთთან ესპანეთი ფავორიტი იყო. ულაპარაკო, უალტერნატივო, რკინის ფავორიტი. ესპანეთმა თითქმის ყველა ათამაშა და თითქმის ყველასგან მიიღო მოსალოდნელი შედეგი. ზოგმა მეტ წუთში მეტი მოასწრო. ზოგმა - ნაკლებში ნაკლები. არ შეცვლილა შედეგი. ესპანეთმა მოიგო და ელოდება ალბათ, ავსტრალიას.

გენიალური იყო რიკი რუბიო. პირველი ნომერი, რომელსაც ყოველთვის აკლდა სტაბილურობა სროლის დროს. პირველი ნომერი, რომელიც ძალიან ძლიერია დაცვაში და გენიალური პასებით NBA-ს საუკეთესო ეპიზოდების ხშირი სტუმარია. რუბიომ დაგლიჯა და აიყოლია დანარჩენები.

ესპანეთმა მოიგო.

ეს ფავორიტია. ეს ესპანეთია.

გეშინოდეთ.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.