რა მაგრები ხართ!

არგენტინა 2006 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა ნახევარფინალში. მაშინ, იაპონიაში გამართულ ტურნირზე გუნდი მეოთხეზე გავიდა. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. ¼ ფინალი

არგენტინა - სერბეთი 97:87 (25:23, 29:26, 14:18, 29:20)

არგენტინა:  სკოლა (20+5 მოხსნა), კამპაცო (18+12 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), გარინო (15+2 ჩაჭრა), დეკი (13+8 მოხსნა+2 ჩაჭრა), ვილდოზა (11).  

სერბეთი: ბოგდანოვიჩი (21+4 მოხსნა), ბიელიცა (18+7 მოხსნა+2 ჩაჭრა+2 დაფარება), იოკიჩი ( 16+10 მოხსნა+5 პასი), ლუჩიჩი (12).

ვარსკვლავი: ლუის სკოლა.   

 

არგენტინამ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი გააჩერა. არგენტინა ყველა ძირითად კომპონენტში უკეთესი იყო. არგენტინა პირველად, ბოლო 13 წლის განმავლობაში გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში და ამ ნაკრებისგან ეს ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო. არგენტინას აკლდა სიღრმე და არგენტინას ჰქონდა ის, რაც ამ ნაკრებს ყოველთვის დიდი დოზით გააჩნია - სიმამაცე, ღირსება და ცეცხლი. დაამატეთ მიქსში ცოტა სიგიჟე და მივიღებთ კერძს, რომლის დაგემოვნებაც ყველა გურმანს სურს.

ეს იყო იდეალური არგენტინა.

სერბეთი ჩემპიონობის ფავორიტად ითვლებოდა. თუნდაც, ესპანეთთან ცუდი კალათბურთის შემდეგ. სერბების მწვრთნელები ამერიკას ემუქრებოდნენ და დარჩნენ მედლების, ამერიკის და პერსპექტივის გარეშე. არგენტინა აგრძელებს ბრძოლას.რიგში, ამერიკა ან საფრანგეთია.

არაჩვეულებრივი პირველი ტაიმი ჰქონდა ლუკა ვილდოზას. პატრისიო გარინომ ეპიზოდებში დაგლიგა და ფაკუნდო კამპაცომ ამ ჩემპიონატზე თავისი საუკეთესო თამაში ჩაატარა. იყო შეცდომები, მაგრამ არგენტინა ამ ეპიზოდებს ვულკანით, ლავით ფარავდა.

არგენტინა 2006 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა ნახევარფინალში. მაშინ, იაპონიაში გამართულ ტურნირზე გუნდი მეოთხეზე გავიდა. და სერბეთი V-VIII ადგილებისთვის ითამაშებს.

კამპაცო გახდა პირველი მოთამაშე 1994 წლის შემდეგ, რომელმაც ტურნირის ერთ მატჩში მინიმუმ 15 ქულა, 10 პასი, 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა აკრიფა. მაშინ, ეს შედეგი კანადასთან ლეგენდარულ ტონი კუკოჩს ჰქონდა.

არგენტინამ სერბეთის 16 შეცდომიდან 27 ქულა აიღო, სერბეთმა არგენტინის 14 შეცდომაზე მხოლოდ 14 ქულა დაირტყა.

და, ტიტანური პირველი ტაიმის შემდეგ არ ჩანდა ნიკოლა იოკიჩი.

მკვდარი იყო სერბეთიც.

არგენტინამ ღირსებით მოიგო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.