21-წლამდლებმა აზერბაიჯანსაც მოუგეს 

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევი 2 გამარჯვებით დაიწყო 

ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში, ქართველმა ახალგაზრდებმა აზერბაიჯანის ნაკრები დაამარცხეს.


21-წლამდელებმა, ბაქოში, ტოპიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე, მასპინძლებს ორი სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. 


საქართველო საწყისი წუთებიდანვე უპირატესობას ფლობდა, რაც ანგარიშშიც გამოხატა. ჩვენებს 17 საგოლე შანსი ჰქონდათ, ხუთის წინააღმდეგ და მათ კარში 9-ჯერ დაარტყეს, როცა აზერბაიჯანელებმა ეს ერთადერთხელ გააკეთეს. 


ანგარიში პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე გაიხსნა, როცა ვატო არველაძემ მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა. 


73-ე წუთზე ჩვენებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს - წინა მატჩის მსგავსად, თავი ცვლილებაზე შემოსულმა ირაკლი ბუღრიძემ გამოიჩინა. 


ჩვენებს ხელი იმანაც შეუწყო, რომ 49-ეზე აზერბაიჯანელთა ნახევარმცველმა ჰაჯიევმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მეზობლები მოედანზე 10- კაცით დარჩნენ. 


10 წუთში, საქართველომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ბუღრიძემ გოლის შემდეგ საგოლე პასიც მიითვალა, ბურთი გუნდის კაპიტან გიორგი არაბიძეს დაუგორა, რომელმაც საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა. გია ცეცაძის გუნდმა შესარჩევის საწყისი ორივე შეხვედრა მოიგო, 7 გოლი გაიტანა, არცერთი გაუშვა, 6 ქულა დააგროვა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია. შემდეგ შეხვედრას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 11 ოქტომბერს, შვეიცარიასთან სტუმრად გამართავს. 

 

საქართველოგუგეშაშვილი-მალი (სპანდერაშვილი, 86), ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური-არაბიძე, კუცია, ნინუა (კოხრეიძე, 70), სილაგაძე-არველაძე (კიტეიშვილი, 78), ქავთარაძე (ბუღრიძე, 70). 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.