რონალდუ საუკეთესო ბომბარდირი გახდა 

პორტუგალიელმა ლიეტუვასთან პოკერით რობი კინს გადაასწრო

კრიშტიანუ რონალდუ 34 წლის ასაკშიც კი შესანიშნავ ფორმაშია. ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა პორტუგალიის ნაკრების მაისურით პოკერი შეასრულა და ეროვნულ გუნდში შეგდებული 93 ბურთი დაუგროვდა. 


კრიშტიანუმ 4 გოლი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ლეიტუვას გაუტანა. რონალდუს ევროშესარჩევში უკვე 25 გოლი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 


წინა საუკეთესო შედეგი ირლანდიის ნაკრების ვეტერან თავდამსხმელს რობი კინს ეკუთვნოდა - 23 გოლი. 


პორტუგალიის ნაკრებს B ჯგუფში 4 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.