ტოჩინოშინმა აბი დოჰიოს დაანარცხა, თუმცა... (+ვიდეო)

ისევ მონოი (მსაჯები)...

აკი ბაშოს მეოთხე დღეს ტოჩინოშინი აბის დაუპირისპირდა. ამ შერკინებამდე ქართველს 2 მარცხი და 1 გამარჯვება ჰქონდა, მიზანი კი ნათელია - კაჩი კოში (დადებითი ბალანსი; 8 მოგება). ლევანი ამ ორთაბრძოლას მოტივირებული შეხვდა, ტაქტიკურად ძალიან ჭკვიანურად იჭიდავა, მეტოქეს მაშინვე არ ეკვეთა, მოძრაობაზე დაიჭირა და ჰატაკიკომით (თავზე ხელის ჩამორტყმით) დოჰიოსაც დაანარცხა, თუმცა, მონოი (სამსაჯო კომისია) შეიკრიბა... თურმე ტოჩინოშინმა მეტოქეს შემთხვევით თმებზე მოქაჩა, რაც სუმოს წესებით იკრძალება... ალბათ, მსაჯები არც შემცდარან...

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.