რონალდუმ კინი არაფრად ჩააგდო

კრიშტიანუ შენ საკმარისი რეკორდები გაქვს - რობი კინი 

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პორტუგალია ლიეტუვას ესტუმრა და 5:1 დაამარცხა. მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც მეტოქეს 4 გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, ამ გოლების შედეგად მეგავარსკვლავი 25 გოლით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 

სათქმელია, რომ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ტურნირის ყოფილმა ბომბარდირმა რობი კინმა სოციალური ქსელის მეშვეობით მეშვიდე ნომერს სთხოვა, რომ ეს რეკორდი არ დაემყარებინა. „შენ საკმარისი რეკორდები გაქვს კრიშტიანუ. გთხოვ შეეშვი ამას,“-დაწერა ირლანდიელმა.

 

 

აქვე გეტყვით, რომ იუვენტუსის ფორვარდმა ეროვნული ნაკრების რიგებში 93 გოლს მოუყარა თავი. ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ ირანელ ალი დაეის ჩამორჩება, რომელსაც 109 გოლი აქვს გატანილი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.