მესი გადაიდო, სუარესი სათუოა

ბარსელონას ლიდერებს დაბრუნების დრო კვლავაც უცნობია 

 

ბარსელონას ლიდერების ლიონელ მესის და ლუის სუარესის დაბრუნების დრო ჯერ კიდევ უცნობია. 


კატალონიურმა El Mundo Deportivo-მ რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ ბლაუგრანას თავდამსხმელები ლა ლიგის შემდეგ ტურში, ვალენსიასთან ითამაშებდნენ, თუმცა შესაძლოა ასე არ მოხდეს. 


არგენტინელს მარჯვენა ტერფის კუნთის ტრავმა ბოლომდე არ მოუშუშებია და უდიდესი ალბათობით, ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში განაცხადს მიღმა დარჩება. რაც შეეხება ურუგვაელს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება.


ბარსელონა-ვალენსიას მატჩი 14 სექტემბერს, კამპ ნოუზე, 23:00 საათზე დაიწყება. 


ერნესტო ვალვერდეს გაწვრთნილებს 3 ტურში 4 ქულა აქვთ და მერვე ადგილს იკავებენ.