სტერლინგის პროგრესი - 13 ქულა 8 მატჩში 

სიტის თავდამსხმელმა ნაკრებში გოლებსა და პასებს მოუმატა 

ევროპის 2020-ს შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში, ინგლისის ნაკრებმა კოსოვოს - 5:3 მოუგო. 


შეხვედრაში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და მეტოქის კარიც აიღო მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა რაჰიმ სტერლინგმა. პრემიერლიგის წინა სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში უკვე 9 გოლი მოუგროვდა. გარდა ამისა, ევროშესარჩევის წინა ტურში, 24 წლის ფეხბურთელმა ბულგარეთის ნაკრებთან (4:0) გოლი და საგოლე პასი მიითვალა. 


საინტერესოა, რომ სტერლინგმა ნაკრების ბოლო 8 მატჩში ინდივიდუალურად 13 ქულა მოაგროვა (8 გოლი+საგოლე პასი).


24 წლის ასაკში, სტერლინგმა სანაკრებო და საკლუბო დონეზე უკვე მოასწრო კარიერაში 378 მატჩის ჩატარება და 109 გოლის გატანა მოახერხა. რაჰიმი ორგზის ინგლისის ჩემპიონი, 3-ჯერ ლიგის თასის და თითო-თითო ინგლისის ასოციაციის თასისა და სუპერთასის გამარჯვებულია. მან ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა.