ლებრონის გუნდი მზად არის

ლებრონმა ისწავლა ემოციების დაფარვა. ლებრონმა მაგიური კარიერა ლოს ანჯელესში სულ მცირე, ერთი ჩემპიონობით უნდა დაასრულოს. 

მსოფლიოს ჩემპიონატის ფონზე უკანა პლანზე გადავიდა NBA-ს გუნდების მზადება რეგულარულისთვის.

არ იცვლებიან ფავორიტები. აღმოსავლეთიდან მილუოკი და ფილადელფია. დასავლეთიდან - კალიფორნიელები და ის, ვინც სეზონს მშვიდად ჩაატარებს.

ლებრონმა ენტონი დევისთან ერთად ივარჯია. და როგორც ლეიკერსის ახალ ვარსკვლავს უნდოდა, აქცენტი სამიანებზე გაკეთდა.

ჯეიმსი კმაყოფილია. ლებრონი ახალ სეზონში განსხვავებულ დევისს ელოდება. მოთამაშეს, რომელიც მთელ არეალს აითვისებს და პერიმეტრზეც დაუნდობელი, მკვლელი იქნება.

დევისს კარიერით კარგი საშუალო აქვს. და, ძირითადად, ენტონი 2-3 მეტრის დიაპაზონში იწყებს შეტევას. აყენებს ცენტრს, აწვება, არ ინდობს მოწინააღმდეგეს, ისვრის. და ჯეიმსმა დევისში ყველაზე სრულყოფილი იარაღი მიიღო. კი, კლიპერსს საუკეთესო დაცვა ჰყავს, მაგრამ ლეიკერსს ყველაზე მეტი ქულის აღება შეუძლია. თითქმის, გოლდენ სტეიტის დონეზე.

ლებრონმა ისწავლა ემოციების დაფარვა. ლებრონმა მაგიური კარიერა ლოს ანჯელესში სულ მცირე, ერთი ჩემპიონობით უნდა დაასრულოს. ლებრონისგან ნაკლებს არ მიიღებენ.

ვინ არის ლებრონის ფავორიტი?

ის, ვინც ლებრონს მოუგებს, თვლის ჯეიმსი.

ძალიან რთულია, არ დაეთანხმო. ლებრონი საქმეს ლაპარაკობს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.