ინტერის ვეტერანი: ლუკაკუ რონალდუს მარტივად დაამარცხებს

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ნერაძურის ახალწვეული შეაქო 

მილანის ინტერის ყოფილმა ფეხბურთელმა ენდი ვან დერ მეიდემ ნერაძურის ახალწვეულის რომელუ ლუკაკუს შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ჰოლანდიელმა თქვა, რომ ბელგიელ თავდამსხმელს ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუს დაჯაბნა მარტივად შეუძლია. 


"ლუკაკუ იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარია და ეტყობა, რომ ის სერია A-ში თამაშისთვისაა დაბადებული. ის ფიზიკურად კარგ ფორმაშია და ბევრი გოლის გატანა შეუძლია. რომელუს სხეულის აგებულება ძალიან ძლიერია, რისი საშუალებითაც მეტოქის მცველების დაჯაბნა შეუძლია. 


მჯერა, რომ ლუკაკუ სერია A-ს ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუს დაჯაბნას ადვილად მოახერხებს. როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს, გოლის ალღოს არასდროს კარგავს, ის ნამდვილი ცენტრ-ფორვარდია, კრიშტიანუ კი ზოგჯერ ფლანგზე თამაშობს",-თქვა 39 წლის ფეხბურთელმა. 


26 წლის ფეხბურთელი ინტერში გასულ ზაფხულს, მანჩესტერ იუნაიტედიდან გადავიდა და ორ მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.