ნეიმარის მამა: ბარსელონაში დაბრუნებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ  

ბრაზილიელებს ყოფილ კლუბში დაბრუნება სურდათ 

ბრაზილიელი ფეხბურთელის ნეიმარის მამამ, რომელიც თავისი შვილის ბარსელონადან პსჟ-ში გადაყვანის მოთავე იყო, თქვა, რომ კატალონიურ კლუბში დაბრუნებისთვის ყველაფერი გააკეთა. 


"როცა აგენტი ხარ, არ გაქვს საკმარისი ძალაუფლება, რომ შენი კლიენტი სასურველ კლუბში გადაიყვანო. კონტრაქტში არაერთი ფინანსური პუნქტია ჩადებული, რომელიც ტრანსფერის განხორციელებას აფერხებს. 
ნეიმარი ბარსელონაში ძალიან ბედნიერი იყო. როცა მას მეგობრები ყოფილ კლუბში დაბრუნებაზე ეკითხებიან, ხასიათი ეცვლება და მოწყენილი ხდება. 


ჩვენ შეთანხმების მიღწევას შევეცადეთ, ბარსელონაში დასაბრუნებლად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც თეორიულად შესაძლებელი იყო",-თქვა უფროსმა ნეიმარმა. 


ნეიმარმა ბარსელონაში 2013-17 წლებში ითამაშა და არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის ტრიპლეტი 2015 წელს, მერე კი ისტორიაში სარეკორდო ფასად (222 მილიონი ევრო) პარი სენ-ჟერმენში გადაბარგდა. 


გასული ზაფხულის ბოლოს, 27 წლის ფეხბურთელის ყოფილ კლუბში დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონმა ესპანელთა ყველა შეთავაზება იუარა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.