კაკურიუმ ყველაზე მძიმეწონოსანი სუმოტორი დოჰიოზე აგორავა (+ვიდეო)

ბაშოს მეოთხე დღე და დიდი დაპირისპირებები

აკი ბაშის მეთოხე დღე მიილია. იოკოძუნა კაკურიუ ბოლო ორი ბაშოა შესანიშნავად ასპარეზობს. დიდი ჩემპიონი რაც ასაკში შევიდა სტაბილურობა უფრო მეტად შეიძინა და სექტემბრის დიდი ტურნირის მთავარ ფავორიტად ითვლება. რა თქმა უნდა, ტაკაკეიშო საჩემპიონო შანსების გამორიცხვაც არ შეიძლება. იაპონელ სეკივაკეს 10 მოგება სჭირდება, რათა ოძეკის რანგი დაიბრუნოს, თუმცა პირველ 4 დღეში 4 გამარჯვება მოიპოვა და იმპერატორის თასზე ფიქრი სავსებით რეალურია.

 

კაკურიუ - იჩინოჯო

 

ამ დაპირისპირებამდე, კაკურიუ ურთიერთშეხვედრებში იჩინოჯოს 12:3-ს ამარცხებდა. ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა მონღოლმა თანამემამულე ახლაც არ დაინდო და იშვიათი კიმარიტეთი (ილეთით) კატასუკაშით დოჰიოზე აგორავა. საერთოდ, იოკოძუნების სპორტული ფორმა იმით იზომება, რამდენად მარტივად ამარცხებენ მეტოქეებს - წეროდრაკონს კი ჯერაც არავისთან გასჭირვებია.

 

 

ჰოკუტოფუჯი - გოეიდო

 

გოეიდომ ოთხიდან მხოლოდ ერთი შერკინება წააგო და, როგორც გაირკვა, ისიც ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ენდოსთან. ოძეკი ბოლო ტურნირების განმავლობაში 8 გამარჯვებისთ კმაყოფილდება, რასაც ამ ბაშოზეც მარტივად უნდა მიაღწიოს...

 

 

ტომოკაძე - ტაკაკეიშო

 

ტრავმის შემდეგ, ტაკაკეიშო ისეთი ძლიერი მებრძოლი დაგვიბრუნდა, როგორმაც თავი დაგვამახსოვრა. 23 წლის სეკივაკეს მარცხენა ისეთივე მომაკვდინებელია, როგორიც აქამდე იყო და მოწინააღმდეგეებს მიყოლებით ამარცხებს. ის თუ ბაშოს ბოლომდე ასე წარმატებით იასპარეზებს, კაკურიუსთან გამორიცხული არაფერი იქნება...

 

 

ასანოიამა - ენდო

 

იაპონელების ორი საყვარელი რიკიში ერთმანეთს 2:1 დადებითი ბალანსით შეხვდნენ. შერკინება ბრწყინვალე ტაქტიკური განსწავლულობით გამოირჩა. თავდაპირველად ასანოიამა დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ტავარასთან მიბჯენილმა ენდომ სიტუაციის გამოსწორება შეძლო და დაპირისპირება მის სასარგებლოდ შემოატრიალა...