ნეიმარის სკანდალი გრძელდება, პოლიცია ამჯერად გოგონას ედავება

ამბავი 180 გრადუსით შეტრიალდა

 

 

რამდენიმე თვის წინ ბრაზილიელმა გოგონამ ნაჯილა ტრინდადემ ნეიმარს პოლიციაში უჩივლა. ქალბატონი ფეხბურთელს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა. ამის შემდგომ საფრანგეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

 

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პსჟ-ს ფორვარდი სრულიად უდანაშაულოა და სამართალდამცავები ახლა უკვე თავად გოგონას ედავებიან. საფრანგეთის პოლიცია ტრინდადეს თაღლითობასა და ფულის გამოძალვაში სდებს ბრალს.

 

ნაჯილას თქმით ნეიმარმა იგი ინსტაგრამის საშუალებით გაიცნო და პარიზის ერთერთ სასტუმროში შეხვედრა სთხოვა, რაზეც გოგონა დათანხმდა. ბრაზილიელის თქმით, ნეიმარი სასტუმროში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, ტრინდადემ მას ინტიმურ ურთიერთობაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც ფეხბურთელმა იძალადა.

 

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნაჯილა ტრინდადე ცრუობდა და როგორც მოგახსენეთ მის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაწყებულია.    




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.