აი, მამა

როგორ იზეიმეს შვილებმა კრიშტიანუს გოლები? (+VIDEO)

რონალდუს მეუღლემ, მოდელმა ჯორჯინა როდრიგესმა სოციალურ ქსელში მისი გადაღებული ის ვიდეო ატვირთა, რომელზეც ლიეტუვასთან კრიშტიანუს გოლების შემდეგ მისი შვილების სიხარულია აღბეჭდილი.

 

„ყოველთვის გამარჯვებული, უნიკალური, შეუჩერებელი, განუმეორებელი, შეუდარებელი. ჩემი გული. გვიყვარხარ და ვამაყობთ შენით. ოთხი გოლი სათითაოდ შენი შვილებისთვის“, - წერს ჯორჯინა როდრიგესი, ვისმა ატვირთულმა ამ ვიდეომაც მალევე მილიონ მოწონებას გადააჭარბა, თითქმის 10 ათასმა გამომწერმა კი კომენტარი დატოვა. 

 

შეგახსენებთ, ვილნიუსში პორტუგალიამ 5:1 იმარჯვა, საიდანაც 4 გოლი კრიშტიანუმ გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.