ბექჰემი მესის ეპატიჟება

ბექჰემი არგენტინელის მენეჯერებს უკვე დაუკავშირდა და ლეოს ამერიკაში შესაძლო გადაბარგებას განიხილავს

ამერიკული ინტერ მაიამის ერთერთ მფლობელს დევიდ ბექჰემს გუნდში ლეო მესის მიყვანა სურს. ლეგენდარული ფეხბურთელი არგენტინელის მენეჯერებს უკვე დაუკავშირდა და ბარსელონასთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ლეოს ამერიკაში გადაბარგებას განიხილავს.

 

აღსანიშნავია, რომ დევიდის გუნდში თამაშზე თავად მესიმაც მიანიშნა. 2018 წლის იანვარში როცა მაიამი ინტერმა MLS-ში თამაშის უფლება მოიპოვა, ლეომ ინგლისელს მისალოცი ვიდეო გაუგზავნა და ტექსტი შემდეგ სიტყვებით დაამთავრა: „ვინ იცის, იქნებ რამდენიმე წლის შემდეგ დამირეკოთ და მაიამიში თამაში შემომთავაზოთ.“

 

ცნობილია, რომ მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება, ბარსელონას მესვეურებსაც სურთ. ბლაუგრანას შეფები მეათე ნომერს უვადო ხელშეკრულებას სთავაზობენ. თავის მხრივ ისიც სათქმელია, რომ ლეო ბარსელონას გარდა სხვა ევროპულ გუნდში თამაშს არ აპირებს.