კლდე

გობერი იყო კლდე, რომელსაც ამერიკა შეასკდა და აისბერგივით ჩამოიშალა.

საფრანგეთი ამერიკას უგებს და ამ სენსაციის მთავარი შემოქმედი გახდა საფრანგეთის ნაკრების ცენტრი რუდი გობერი.

ზედიზედ ორჯერ მოსიე გობერი NBA-ს რეგულარულის საუკეთესო დამცველად დაასახელეს. დამსახურებულად. გობერთან ერთად იცვლებოდა იუტა და ამ სეზონში ჯაზი სულ მცირე, ფლეი ოფის მეორე წრისთვის იბრძოლებს. გობერთან ერთად ეს რეალურია.

გობერი უკეთესი შემტევი, უფრო აკურატული ასისტენტი გახდა. და გობერმა იცის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. რუდის კარიერა უკეთესი, უფრო ფერადი გახდება. გობერმა საფრანგეთს ამერიკასთან აუცილებელი ნდობა და ენერგია მისცა.

იუტაში რუდი დონოვან მიტჩელის შემდეგ ბურთის რიგში დგას. გობერმა ისწავლა ლიფსოთი ქულების აღება. გობერმა ისწავლა პაუზის აღება და იშვიათად, რუდი 3-4 მეტრიდან ჩაგდებას ცდილობს. ეს მცდელობა უფრო წარუმატებელია, მაგრამ გობერი ცდილობს.

ამერიკასთან რუდიმ გადაკეტა სამწამიანი. ის არ აგვიანებდა დაზღვევაზე, როდესაც საფრანგეთის სამწამიანში სწრაფი და ჯიუტი ამერიკელები შედიოდნენ. ის პატრულირებდა ზონაში, რომელიც ამერიკამ მესამე მეოთხედში, მისი დასვენების დროს ბოლომდე აითვისა. და, როდესაც ბოლო წამებზე ამერიკას შეეძლო თამაშის გადარჩენა, რუდიმ თანაგუნდელს, მეგობარს, მისტერ მიტჩელს დაუფარა.

და საფრანგეთმა მოიგო.

გობერი იყო კლდე, რომელსაც ამერიკა შეასკდა და აისბერგივით ჩამოიშალა.

ისტორიული თამაში რუდისგან. ეს უნდა გენახათ.