ფრანგული კოცნა

საფრანგეთმა მოიგო. მოქმედ ჩმეპიონთან. დამსახურებულად.

მსოფლიოს ჩემპიონატი. ¼ ფინალი

აშშ - საფრანგეთი 79:89 (18:18, 21:27, 27:18, 13:26)

აშშ: მიტჩელი (29+6 მოხსნა+4 პასი+2 ჩაჭრა), სმარტი (11), უოკერი (10).

საფრანგეთი: ფურნიე (22+4 პასი+3 მოხსნა), გობერი (21+16 მოხსნა+3 დაფარება), დე კოლო (18), ნტილიკინა (1).

ვარსკვლავი: რუდი გობერი.

 

მსოფლიოს ჩემპიონატი მსოფლიოს ჩემპიონის გარეშე დარჩა. ამერიკა, რომელსაც ტურნირზე ლეგენდარული მწვრთნელი და ცუდი შემადგენლობა ჰყავდა, საფრანგეთთან აგებს.

საფრანგეთმა სწრაფად, აგრესიულად, ელეგანტურად დაიწყო და დიდ შესვენებამდე ამერიკა მხოლოდ ეპიზოდურად იყო ევროგრანდზე უკეთესი. რუდი გობერმა ნელ-ნელა წამოიღო სამწამიანი და გრეგ პოპოვიჩმა დაასვენა ინერტული მაილზ ტერნერი, რომელმაც შეხვედრა ქულაზე მეტი პერსონალურით დახურა.

საფრანგეთს ჰქონდა გეგმა. შეტევაში პირველი ოფცია - ევან ფურნიე, რომელსაც ნორმალური ტურნირი აქვს და ორლანდოს მსროლელის შემდეგ, ყველაზე აგრესიული შემტევი უნდა ყოფილიყო ნანდო დე კოლო. ამ კალათბურთით დე კოლო NBA-ში გაქაჩავს. დაცვაში გობერი და ყველა, ვინც სწრაფი ამერიკის წინააღმდეგ არ დაიღლებოდა.

მოულოდნელად კარგი თამაში ხია ნიუ იორკის ტკივილმა ფრანკ ნტილიკინამ. რამდენიმე საჭირო საშუალო მეორე ტაიმში, კარგი დაცვა კემბა უოკერზე და შანსია, რომ ბიჭმა ახალ სეზონში მეტი დრო მიიღოს. პოტენციალი ჩანს.

დე კოლო იყო კრეატივის პიკი. ნანდო მოედანზე ყოფნის დროს თითქმის ყველა შეტევას იწყებდა და თუ ბოლო პასი სხვისგან მოდიოდა, დე კოლო პროცესს გენერალივით აკონტროლებდა. და ნანდომ შეასრულა. ბოლო 4 მატჩში დე კოლო შეუდარებელია. ის ასრულებს. ის სანდოა.

გობერზე ცალკე დავწერე, მაგრამ თუ არ დაგღლით, მაინც ვახსენოთ - მან მოკლა ამერიკის პოზიციური შეტევა და პოპოვიჩს არ ჰყავდა მაღალი, რომელიც გობერს იმდენად დააინტერესებდა, რომ რუდი სამწამიანიდან ამოვიდოდა.

საფრანგეთმა მოიგო. მოქმედ ჩმეპიონთან. დამსახურებულად.

და, ამერიკა იყო მძიმე გუნდი, რომელიც ამ მწვრთნელებს არ იმსახურებდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.