შუმახერი კომიდან გამოვიდა

გერმანელ სპორტსმენზე კარგი ამბებია

ფრანგული პრესის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მიხაილ შუმახერი პარიზის ერთერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონის მიღების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულება გარეშე პირებისთვის დაიხურა.

 

ერთერთმა ექიმმა, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება მედიასთან შუმახერის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა.

 

„დიახ, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის ნამდვილად ჩვენთანაა. გეტყვით იმასაც, რომ შუმახერი გონზეა,“-თქვა პარიზის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმმა.

 

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული სპორტსმენი 2013 წლის დეკემბერში თხილამურებზე სრიალის დროს მძიმედ დაშავდა და მას შემდეგ უგონოდ იყო.