შოთა არველაძე გამოსამშვიდობებელ მატჩზე მიიწვიეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი 13 ოქტომბერს გერმანიაში ითამაშებს

როგორც მოგეხსენებათ, რაფაელ ვან დერ ვაარტმა კარიერა დაასრულა. 13 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, მისი გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ამ თამაშისთვის საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძეც მიიწვიეს. არველაძე და ვან დერ ვაარტი ერთად ამსტერდამის აიაქსში 2000-01 წლებში თამაშობდნენ.

 

 

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კარიერა სწორედ ამსტერდამულ გუნდში დაიწყო. შემდეგ იყო ჰამბურგი, რეალი, ტოტენჰემი, კვლავ ჰამბურგი, ბეტისი, მიტდიულანდი და ბოლოს იესბიერგში თამაშობდა, სადაც ლაშა პარუნაშვილის გუნდელი იყო. ჰოლანდიის ნაკრებში ვან დერ ვაარტმა 109 შეხვედრა ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.