სენსაცია - მარსელინო ვალენსიადან გააგდეს

მან კოპა დელ რეი მოიგო და ვალენსია ლიგაზე გაიყვანა...

მარსელინო ბოლო პერიოდის ვალენსიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ფანებისთვის საყვარელი მწვრთნელია. მან წინა სეზონში ღამურები ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა და კოპა დელ რეის ფინალში ბარსელოანასაც მოუგო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საქმე შემადგენლობის დაკომპლექტებას ეხება, ესპანელ სპეციალისტსა და ხელმძღვანელობას შორის სხვადასხვა აზრი არსებობდა და ეს იმდენად გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა, რომ ურთიერთობის გაგრძელება ვერ მოახერხეს. ეს ყველაფერი გუნდისთვის ძალიან ცუდ დროს მოხდა, რადგან ღამურებს 3 დღეში ბარსასთან თამაში უწევთ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსის უნდა უმასპინძლონ.

 

მარსელინოს შემცვლელი ვალენსიამ უკვე იპოვა, ის ალბერტ სელადესი იქნება. მისი სამწვრთნელო კარიერის მწვერვალი, ჯერ-ჯერობით, რეალში ლოპეტეგის ასისტენტობა იყო.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.