მესი: დარწმუნებული არ ვარ, ბარსამ ნეიმარის დასაბრუნებლად ყველაფერი თუ გააკეთა

მესიმ მისი მომავლის შესახებ ისაუბრა...

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე ბარსელონა პსჟ-თან ნეიმარის დასაბრუნებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა უშედეგოდ. ბრაზილიელი საფრანგეთში დარჩა, რის გამოც ბარსელონას რამდენიმე ფეხბურთელი უკმაყოფილი დარჩა. მისი დაბრუნება ყველაზე მეტად მესი ლობირებდა

 

„ბედნიერი ვიქნებოდი, ნეიმარი თუ შემოგვიერთდებოდა. გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი ბარსელონამ მის დასაბრუნებლად ყველაფერი თუ გააკეთა.

 

ისიც სიმართლეა, რომ პსჟ-თან მოლაპარაკება ადვილი არ არის.

 

ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მისი შეძენით კლუბიც იხეირებდა: იმიჯი, სპონსორები...

 

ეს ტრანსფერი კატეგორიულად არასდროს მომითხოვია, უბრალოდ ჩემი მოსაზრება გამოვთქვი.

 

შექმნილი ვითარებით იმედგაცრუებული არ ვარ. ძალიან მაგარი გუნდი გვყავს, რომელსაც, ნეიმარის გარეშეც, ყველასთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია“

 

ჟურნალისტმა მესის ასევე ჰკითხეს, აპირებდა თუ არა სეზონის ბოლოს კონტრაქტში ჩადებული პუნქტის ამოქმედებას, რომლითაც არგენტინელს ნებისმიერ დროს შეუძლია ბარსა სრულიად უსასყიდლოდ დატოვოს

 

„ეს ჩემი სახლია და არსად წასვლას ვაპირებ, თუმცა, ამასთან ერთად, გამარჯვებებიც მჭირდება“, - თქვა მესიმ.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.