მოურინიო: კრიშტიანუ ფენომენია, ის მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს...

განსაკუთრებული და რონალდუ...

ჟოზე მოურინიომ პორტუგალიურ ტელევიზია 11-ს ინტერვიუ მისცა. ყველაფერთან ერთად, მან კრიშტიანუ რონალდუზეც ილაპარაკა.

 

„ის რასაც რონალდუ ბოლო წლებია აკეთებს, ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. 34 წლის ასაკში, ის ჯერ კიდევ ტოპ ფეხბურთელია, დიდებულ გუნდში თამაშობს და გრანდიოზული ამბიციები აქვს. ეს სიურპრიზი ჩემთვის იმიტომ არ იყო, რომ ის ფენომენია, მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს, ყოველდღე შესაძლებელზე მეტს აკეთებს და უმჯობესდება“, - თქვა მოურინიომ.

 

პორტუგალიელი სპეციალისტი ამჟამად უკლუბოდაა, რეალს კი 2010-დან 2013 წლამდე წვრთნიდა. რონალდუმ ჟოზეს დროს რეალში 164 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 168 გოლი გაიტანა და 49 საგოლე გადაცემაც შეასრულა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.