სელადესი: ვალენსია დიდებული კლუბია, თუმცა არ მეშინია

გამბედავი კაცი ფეხბურთში ყოველთვის დასაფასებელია...

მოულოდნელად, ვალენსიამ მარსელინო სამსახურიდან დაითხოვა და მწვრთნელად ალბერტ სელადესი დანიშნა. საოცარი ის არის, რომ მარსელინომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა და კოპა დელ რეი მოაგებინა, სელადესი კი ჯერ არცერთი გუნდის მთავარი მწვრთნელი არ ყოფილა - მისი მაქსიმუმი რეალში ლოპეტეგის ასისტენტობა იყო...

 

„რაც ფეხბურთი არსებობს, ვალენსია ყოველთვის დიადი კლუბის სახელს ატარებს. ვეცდები ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო.

 

ვიცი რომ აქ მოთხოვნები ყოველთვის დიდია და არც კოლოსალური სამწვრთნელო გამოცდილება მაქვს, მაგრამ არ მეშინია.

 

მარსელონომ დიდებული სამუშაო შეასრულა და მინდა მის გზას გავყვე. მან კლუბს ბევრი სიკეთე მოუტანა, რომელსაც მხოლოდ წავახალისებ“, - თქვა სელადესმა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.