მესიმ ბარსელონას ფანები დაამშვიდა

ლეომ ჭორებს უპასუხა

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ დევიდ ბექჰემი ლეო მესის მენეჯერებს დაუკავშირდა და არგენტინელის ამერიკაში შესაძლო გადასვლას განიხილავდა. შეგახსენებთ, რომ ინგლისელს ლეოს ნახვა საკუთარ გუნდ ინტერ მაიამიში სურს.

აღნიშნულ თემაზე თავად ბარსას ათიანმა ისაუბრა და თქვა, რომ ბლაუგრანას დატოვებას არ აპირებს.

 

„ბარსელონადან წასვლა ჩემს გეგმებში არ შედის. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ბლაუგრანა ჩემი მეორე სახლია და კვლავ მსურს გუნდთან ერთად ტიტულების მოგება,“-თქვა მესიმ.

 

წინა სეზონში ლეომ ბარსას მაისურით 50 მატჩი ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფეხბურთელი ამჟამად ტრავმირებულია და გუნდს მალე დაუბრუნდება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.