სენსაცია - იოკოძუნა კაკურიუ ასანოიამამ დაამარცხა! (+ვიდეო)

დიდი შერკინებების მეხუთე დღე...

აკი ბაშოს მეხუთე დღეს სენსაცია დაფიქსირდა - იოკოძუნა კაკურიუ ასანოიამამ დაამარცხა! მართალია, ასანოიამა კარგი სუმოტორია, თუმცა ბრწყინვალე ფორმაში მყოფ წეროდრაკონთან მისგან ასეთ მარტივ გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდით, თანაც იმ ფონზე, რომ თავად ასას ამ ბრძოლამდე ბალანსი 2:2-ზე ჰქონდა.

 

 

კაკურიუს მარცხით შესანიშნავად ისარგებლა ტაკაკეიშომ, რომელმაც მეხუთე ორთაბრძოლა მოიგო და სექტემბრის ბაშოს წაუგებლად ლიდერობს. იაპონელმა სეკივაკემ პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი დაამარცხა

 

 

კარგ ფორმაშია ოძეკი გოეიდო. მან დაიეიშოს, რომელთანაც ამ ბრძოლამდე ურთიერთშეხვედრებში 3:1-ს აგებდა, ჰიკიოტოშის კიმარიტეთი მოუგო.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.