პსჟ რეალს დანაკლისით დახვდება

ფრანგებს ბლანკოსთან ლიდერი დააკლდებათ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პსჟ რეალს უმასპინძლებს. ფრანგული პრესის ცნობით, აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას კილიან მბაპე ვერ მიიღებს. არახალია, რომ ფრანგ შემტევს ტრავმა აქვს და ბოლო ცნობებით გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

 

კილიანმა დაზიანება ტულუზასთან მატჩში მიიღო. მეშვიდე ნომერმა მსუბუქად ვარჯიში უკვე დაიწყო და მალე სრული დატვირთვით გუნდთან ერთად მოემზადება. აღსანიშნავია, რომ ტრავმები აქვთ ნეიმარს და კავანისაც, თუმცა ურუგვაელს რეალთნ თამაში შეეძლება.

 

ამ სეზონში მბაპემ 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მსოფლიო ჩემპიონს პარიზელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა.  

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.