ლევანდოვსკი: მსურს რიბერის და რობენის გზას გავყვე

ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო არამარტო მათთვის, არამედ მთელი გუნდისთვის

წინა სეზონის ბოლოს არიენ რობენი და ფრენკ რიბერი ბაიერნიდან წავიდნენ. ამის შესახებ რეკორდმაისტერთა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ისაუბრა.

 

„ვოცნებობ ბაიერნი ისე დავტოვო როგორც ეს რიბერიმ და რობენმა ქნეს. მათი წასვლა მთელი გუნდისთვის ძალიან ემოციური იყო. სიმართლე გითხრათ ვტიროდი როცა ისინი გვტოვებდნენ,“-თქვა პოლონელმა გოლეადორმა.

 

ლევანდოვსკი ბაიერნში 2014 წლის ზაფხულში დორტმუნდის ბორუსიადან გადავიდა. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეცხრე ნომერმა 3 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში პოლონელმა ბაიერნთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.