ევრა მანჩესტერში დაბრუნდა

ძველ გუნდში ახალი ამპლუით

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მცველი პატრის ევრა ბრიტანულ გრანდში დაბრუნდა. უცხოური პრესის ცნობით, ფრანგი 18 წლამდე გუნდის მწვრთნელის ასისტენტი იქნება. გარდა ამისა წითელი ეშმაკები მას სამწვრთნელო ლიცენზიის აღებაში დაეხმარებიან.

 

ევრა მანჩესტერში 2006-14 წლებში თამაშობდა და თითქმის ყველა ტიტული მოიგო, რაზეც ხელი მიუწვდებოდა. იუნაიტედის შემდეგ იყო იუვენტუსი, მარსელი და კარიერა ვესტ ჰემში დაასრულა.

 

4 ტურის შემდეგ მანჩესტერს 5 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში მანკუნიელები ლესტერს უმასპინძლებენ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.