ალი დაეი: რონალდუ ჩემს რეკორდს დაამხობს

კრიშტიანუ მორიგ რეკორდს უახლოვდება

ბოლო ორი სანაკრებო შეხვედრა კრიშტიანუ რონალდუსთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. პორტუგალიელმა ჯერ სერბეთს გაუტანა, შემდეგ ლიეტუვასთან პოკერი შეასრულა. ამ მომენტისტვის 34 წლის ფორვარდს ნაკრების მაისურით 93 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა. ყველა დროის რეკორდი ირანელ ალი დაეის ეკუთვნის, რომელმაც თანამემამულეები 109 გოლით გაახარა.

 

ამ თემაზე ირანის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ისაუბრა და თქვა, რომ კრიშტიანუ მის რეკორდს დაამხობს.

 

„ვფიქრობ რონალდუს ჩემი რეკორდის დამხობას შეძლებს. იგი ფენომენალური მოთამაშეა. ოდესღაც ყველა რეკორდს ვიღაც ახალი ამყარებს და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც, ეს ფეხბურთის ნაწილია,“-თქვა ირანელმა.

 

რაც შეეხება თავად დაეის, იგი არმინიაში, მიუნხენის ბაიერნში, ჰერტაში და სხვადასხვა ირანულ გუნდებში თამაშობდა. დაეიმ კარიერა 2007 წელს დაასრულა და მას შემდეგ მწვრთელობას მიჰყო ხელი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.