არსენ ვენგერი ფეხბურთში დაბრუნდა 

ფრანგი საქმიანობას რამდენიმე დღეში დაიწყებს 

 

ლონდონის არსენალის ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ფეხბურთში დაბრუნდა. 


68 წლის ფრანგი სპეციალისტი რამდენიმე დღეში FIFA-ში დაიწყებს მუშაობას. 


ვენგერი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს, თუმცა მისი ზუსტი პოზიციის სახელი ამ ეტაპზე უცნობია. 


ფიფაში მომხდარი სკანდალის შემდეგ, ჯანი ინფანტინოს ორგანიზაციის ცნობადი სახეებით შევსება სურს. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, ფიფა მარკო ვან ბასტენმა და ზვონიმირ ბობანმა დატოვა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.