ახალი ევროპული ტურნირი - შანსი ქართულ კლუბებს 

უეფა რანგით მესამე ევროპულ ტურნირის ქმნის 

 

პრესტიჟული გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, რომ უეფა კიდევ ერთი საკლუბო ტურნირის შექმნას აპირებს. 

 

ახალ ტურნირს კონფერენციათა ლიგა ეწოდება, რომელიც რანგით ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის შემდეგ მესამე იქნება. 

 

პირველი გათამაშება 2021/22 წლების სეზონში უნდა შედგეს. გაწერილია ფორმატიც, ჩემპიონთა ლიგის მსგავსად: 32 გუნდი 8 ჯგუფში. 

 

ჯგუფების გამარჯვებულები მერვედფინალში ავტომატურად მოხვდებიან, მეორეადგილოსნები კი ევროპის ლიგის ჯგუფში მესამე პოზიციის დამკავებელ გუნდებს დაუწყვილდებიან. კონფერენციათა ლიგის გამარჯვებული ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს.

 

ახალი ტურნირის შექმნის მიზანი ევროპის ლიგაში გუნდების რაოდენობის შემცირება და შედარებით პატარა კლუბებისთვის დიდ ევროპულ სარბიელზე მოხვედრაა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.